გურთიადის მმართველი საბჭო დაესწრო გუშინ თბილისში გამართულ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმს, სადაც თურქეთის ვაჭრობის მინისტრი, ბატონი ომერ ბოლათი და DEİK-ისა (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) და DTİK-ის (მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭო) თავმჯდომარე, ბატონი ნაილ ოლფაქი იყვნენ მომხსენებლები.
ფორუმზე გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 5 მილიარდ დოლარამზე გაზრდის იმედი და განხილულ იქნა თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა.
ფორუმის ფარგლებში საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ოქტაი ოზთურქი სიტყვით გამოვიდა.
შევხვდით თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს იმპორტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ბატონ ოქან ოზთურქს, რომელიც 2002-2005 წლებში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იკავებდა სავაჭრო მრჩევლის პოზიციას.
აგრეთვე შევხვდით DTİK-ის (მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭო) წარმომადგენელს საქართველოში, ბატონ მეჰმეთ მელექს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსს, ბატონ დავით ტავლალაშვილს.
ასოციაციის სახელით, ვიმედოვნებთ, რომ ეს ფორუმი სათავეს დაუდებს მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.