დღეს ვეწვიეთ ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანიას, ჩვენს წევრს, Mplus Georgia-ს.
Mplus მსოფლიოს მასშტაბით 16 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 88 ქვეყანას მაღალხარისხიან მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისებს სთავაზობს. ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით ლიდერი კომპანია ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით 15 000 დასაქმებულის 90%-ს დისტანციურად მუშაობის მოდელს სთავაზობს.
Mplus ემსახურება მსოფლიოს მოწინავე მულტინაციონალურ კომპანიებს და გეგმავს გაფართოებას აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.
კომპანია საკუთარივე ტექნოლოგიებთ მომხმარებელებს ასევე სთავაზობს ბიზნეს მოდელის 0-დან აწყობას და საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს.
ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით Mplus Georgia-ს გენერალურ დირექტორს, ბატონ ბურაქ აქარსა და Mplus-ის გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების გენერალური მენეჯერის მოადგილეს, ბატონ ოგან ათასაგუნს კომპანიის საქმიანობის წარდგენისათვის. ჩვენთვის საამაყოა Mplus Georgia-ს მსგავსი მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების წევრობა ასოციაციაში.