შეხვედრა TBC Leasing-ის წარმომადგენლებთან

23 ივლისს, საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის (AZEBİ) მმართველი საბჭოს წევრის, სადაზღვევო კომპანია Magnus Insurance Brokers LLC-ს გენერალური დირექტორის, ბატონი რამინ გურბანოვის რეკომენდაციით, ბაზარზე 87%-იანი წილის მქონე, საქართველოს ლიდერი სალიზინგო კომპანია TBC Leasing-ის კომერციულ დირექტორთან, ბატონ ზურაბ გუგუშვილთან და საკრედიტო დეპარტამენტის უფროსთან, ბატონ ნოდარ ბარბაქაძესთან შეხვედრა გავმართეთ.
TBC Leasing 2003 წელს დაარსდა, როგორც საქართველოს საფინანსო სექტორში ლიდერი TBC ბანკის შვილობილი კომპანია და დღეს მომხმარებელთა საკმაოდ ფართო სპექტრს – როგორც კორპორატიულ კლიენტებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს საავტომობილო, ინდუსტრიული დანადგარების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სამშენებლო ტექნიკის, კომერციული უძრავი ქონებისა და სხვა სახის აქტივების სალიზინგო მომსახურებას.
ინდივიდუალური საგადახდო სქემებითა და კონკურენტული საფინანსო პირობებით, კომპანია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ინვესტიცია გადავადების გარეშე განახორციელონ.
ასოციაციის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ზურაბსა და ნოდარს ვიზიტისა და ჩვენი წევრებისათვის სპეციალური შეთავაზების წარდგენისთვის.