8 აგვისტოს დავესწარით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის მიერ ლაგოდეხში ორგანიზებული ბანაკის, სახელწოდებით „კულტურათა დიალოგი“ დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას.
ბანაკში მონაწილეობას იღებდნენ თსუ-ს თურქოლოგიის პროგრამისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის, ჯამში 11 სტუდენტი.
მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, სპონსორობა გაგვეწია ამ უმნიშვნელოვანესი პროექტისათვის, რომელიც ორი ქვეყნის კულტურასა და ენობრივ თავისებურებებს კიდევ უფრო უკეთესად აცნობს ახალგაზრდებს.
გულითადად ვულოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას ბანაკის ორგანიზატორს, ასოცირებულ პროფესორ ქალბატონ ელისაბედ ბჟალავას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრას და მონაწილე ყველა პროფესორს! მადლობას ვუხდით მათ ორი ქვეყნის კულტურათა ურთიერთდაკავშირებაში შეტანილი წვლილისათვის და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ ღონისძიებას მომავალში!