დღეს შეხვედრა გავმართეთ თურქეთის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებული ანტალიის ინდუსტრიული ზონის საგარეო ვაჭრობის სამსახურის კოორდინატორსა და დირექტორთან, ქალბატონ გოზდე თოლონგუჩთან და მის დამხმარესთან, ქალბატონ სევილაი კონიასთან.
ანტალიის ინდუსტრიული ზონა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში 34 ქვეყანას სწვევია, აპირებს საქართველოში შემოიყვანოს მსხვილი კომპანიები 8 სხვადასხვა სექტორიდან, (საკვები, სოფლის მეურნეობა-სასუქები-ქიმიური საშუალებები, ხე-ტყე-ავეჯი, მშენებლობა-სამშენებლო მასალები, დანადგარები-მეტალები-ენერგეტიკა, ქაღალდი-შესაფუთი მასალები, პლასტმასი-პოლიესტერი-აკრილი და ტექსტილი) შესაბამისად, განახორციელოს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
ანტალიის ინდუსტრიული ზონა ერთ-ერთია თურქეთის 5 უდიდეს ინდუსტრიულ ზონებს შორის და აერთიანებს 300-ზე მეტ წევრ კომპანიას, ფლობს ყოვლისმომცველ და დამოუკიდებელ ინფრასტრუქტურას და წევრებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.
ოქტომბერში თბილისს B2B შეხვედრების ჩასატარებლად ინდუსტრიული ზონიდან დელეგაცია ეწვევა.
ასოციაციის სახელით, მხარდაჭერას გამოვხატავთ ამ უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტის მიმართ და გამოვხატავთ მზაობას, მომავალში ვითანამშრომლოთ ანტალიის ინდუსტრიულ ზონასთან სხვადასხვა მიმართულებით. ასოციაციაში ვიზიტისათვის კი მადლობას ვუხდით ქალბატონ გოზდესა და სევილაის.