2025 წლის 21 ოქტომბერს, ასოციაციის თავმჯდომარემ, ოქთაი ოზთურქმა, მმართველთა საბჭოს წევრებთან ერთად, თურქეთის ქ. ანტალიის სამრეწველო-ინდუსტრიული ზონის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრაში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეობას იღებდნენ მშენებლობის, სამშენებლო მასალების, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სხვადასხვა სახის დანადგარი/სამშენებლო სპეცტექნიკის სფეროში მოღვაწე მსხვილი თურქული კომპანიებისა და აგრეთვე, გურთიადის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივად პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.