ვიზიტი შშმ პირების თავშესაფარში

გურთიადის სახელით, ვეწვიეთ ორგანიზაციის – ა(ა)იპ – მარიკა-ღირსეული სიცოცხლისათვის“ ახალსოფელში მდებარე ერთ-ერთ ფილიალს- შშმ პირთა სახლს და ბენეფიციარებთან ემოციური დღე გავატარეთ.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ყოველწლიურ საახალწლო საღამოზე გამართული გათამაშებიდან შემოსული თანხა, ტრადიციულად, მოხმარდა ზემოხსენებული დაწესებულების სხვადასხვა საჭიროების აღმოფხვრას.
ამასთან, მმართველი საბჭოს წევრების ინიციატივით, ბენეფიციარების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზებულ იქნა თბილისის ტური.
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ჩვენი საღამოს თითოეულ სტუმარს, ვინც გათამაშებაში მონაწილეობით, წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო აქტში.
✔️ და ბოლოს, გამოვთქვამთ ჩვენი ასოციაციის საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში, ზემოხსენებულ შშმ პირთა სახლთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედს, ხოლო თავად დაწესებულების ბენეფიციარებს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას.