გურთიადის მმართველმა საბჭომ შეხვედრა გამართა მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის ,,Logitech” თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში B2B მიმართულების ხელმძღვანელთან, ქურშათ ფათიჰ მასათჩისთან. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ Logitech-ის პარტნიორი პროგრამების მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი აიბეკ სამიგატოვი; Apple-ის პრემიუმ პარტნიორი და საქართველოში Logitech-ის წარმომადგენელი ერთადერთი კომპანიის ,,ASBC” B2B გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი, როლანდ დარბინიანი; ASBC-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ანდრეი სმალკოვი და ASBC-ის B2B მარკეტინგის მენეჯერი, იოანე გოლეთიანი.
შეხვედრაზე, განხილულ იქნა ქართულ-თურქული IT ბიზნესების თანამშრომლობის პერსპექტივები.
გურთიადის სახელით, პატივცემულ სტუმრებს წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში.

