2019 წლის 23 დეკემბერს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მაარიფის სკოლის გახსნის ცერემონიალში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანი, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის – გურთიადის თავმჯდომარე ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრები, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია თბილისის – „მუსიადის“ თავმჯდომარე ბ-ნ ოზგურ იუჯელი და წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო დღე გაგრძელდა სტუმრობით ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ დავით ზალკალიანთან და საქართველოს პრემიერ მინისტრ ბ-ნ გიორგი გახარიასთან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი რიგით მერვე საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას“.