საქართველოში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის და რიგი შეზღუდვებიდან გამომდინარე გურთიადი ონლაინ რეჟიმში, ვიდეო კონფერენციის გზით აგრძელებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებას.
მიმდინარე პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიები და ონლაინ რეჟიმში მუშაობის თემატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ელექტრონული კომერცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და 5G სწორედ ეს იყო აღნიშნული ვიდეო კონფერენციის ძირითადი თემა, რომელსაც ასოციაციის თამვჯდომარის, ოსმან თურანის ხელმძღვანელობით 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენციის ფარგლებში, ვაჭრობის სამინისტროს ატაშემ თბილისში ბ-ნ აჰმეთ დარჩინმა, წარადგინა პრეზენტაცია ელექტრონული კომერციის შესახებ. მან გამოსვლისას ისაუბრა როგორც ამ სფეროს თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილზე.
ასოციაციის წევრი კომპანია Voida-ს წარმომადგენელმა, ბ-ნ მეთე არიღმა კი წარადგინა პრეზენტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, 5G-ზე მისი დანერგვით გამოწვეულ დადებით ასპექტებზე.
ასოციაცია მადლობას უხდის ბ-ნ აჰმედ დარჩინს და ბ-ნ მეთე არიღს კონფერენციაში მონაწილეობისა და მათ ხელთ არსებული ცოდნის თუ ინფორმაციის გაზიარებისთვის. გურთიადი კი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი საინფორმაციო ხასიათის ვიდეო კონფერენციებს.