2023 წლის 22 თებერვალს ასოციაციას F12 Group-ის გენერალური დირექტორი, ბატონი ენგინ შენოლი ესტუმრა, რომელიც გურთიადის თავმჯდომარეს, ბატონ ოსმან თურანს შეხვდა.
კომპანია F12 Group-ი სტამბოლში დაარსდა, რომლის საქმიანობის სფეროც სავაჭრო სექტორია. კომპანია სპეციალიზირდება კვების, ენერგიისა და სამედიცინო მიმართულებით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში საინვესტიციო საკითხები და მასთან არსებული შესაძლებლობები.
გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ენგინს სტუმრობისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას საქმიანობაში!