2024 წლის 19 მარტს, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის აქტივობების ფარგლებში, რესტორან „ჩვენი ანკარა“-ში იფთრის ვახშამი გაიმართა.
იფთარს ესწრებოდნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ბ-ნ ალი ქაან ორბაი; რელიგიურ საქმეთა ატაშე ბ-ნ მაჰმუთ გოლი და საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები; აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაცია AZEBI-ს თავმჯდომარე ბ-ნ ნერიმან ქურბანოვი; მუსიად თბილისის თავმჯდომარე ბ-ნ იზეთ იაფრაქი; ბიზნესმენი, გურთიადის ყოფილი თავმჯდომარე ბ-ნ ოსმან თურანი; გურთიადის მმართველი საბჭოს წევრები და წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა შეკრებილ საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს წინასწარ მიულოცა რამაზან ბაირამი.