22 მარტს მმართველი საბჭო ასოციაციის ერთ-ერთ დამაარსებელსა და ყველაზე ძველ წევრს, Durmuşoğlu Nakliyat-ის დირექტორს საქართველოში, ბატონ ილიას დურმუშს ეწვია. კომპანია ოპერირებს გადაზიდვების სექტორში და ფლობს ბენზინგასამართ სადგურებს.
ჰოფაში დაფუძნებულმა Durmuşoğlu Nakliyat-მა 35 წლის წინ, 1989 წელს საქართველოში ფილიალი გახსნა და ამით გახდა ქვეყანაში პირველი კომპანია ლოჯისტიკის სფეროში.
დღესდღეობით Durmuşoğlu Nakliyat-ი ფლობს 22 სტანდარტულ ტრაილერსა და 5 სატვირთო მაცივარს, კომპანიას გააჩნია C2 ლიცენზია (გაიცემა თურქეთში ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც საერთაშორისო და ქვეყნის შიდა გადაზიდვებს ახორციელებენ).
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით საქართველოს ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე ყველაზე ძველი კომპანიის დირექტორს, ბატონ ილიას დურმუშს თანამშრომლობისათვის, რომელიც უკვე 20 წელზე მეტს ითვლის.