ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი 04 აპრილს ერმედ ჯორჯიას გენერალურ დირექტორს, მერთ ჩალიქუშუს შეხვდნენ.
თურქეთის ბაზარზე 45 წლიანი ისტორიის მქონე ერმედი საქართველოში 2006-2007 წლებში გაიხსნა და წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი 5 ლაბორატორიული აპარატურის ბრენდიდან ერთ-ერთის, Abbott-ის დისტრიბუტორსა და წარმომადგენელს საქართველოსა და თურქეთში. ერმედი მიბმულია გერმანულ საწარმოო ჯგუფს, მისი წლიური ბრუნვა 3,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
კომპანია Abbott-ი საქართველოს გარდა, სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც, აზერბაიჯანში; უზბეკეთსა და ყაზახეთშიც ახორციელებს დისტრიბუციას.
ჩალიქუშუმ შეხვედრაზე ისაუბრა კომპანიის საქმიანობის შესახებ და შეეხო იმ სირთულეებს, რასაც სექტორში აწყდება.
ასოციაციის სახელით, მხარდაჭერას ვუცხადებთ ერმედ ჯორჯიას. მადლობას ვუხდით 9 თანამშრომლისაგან შემდგარ გუნდსა და მათ დირექტორს, წარმატებებს ვუსურვებთ მათ.