2024 წლის 17 აპრილს, ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები და თავმჯდომარე აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში, ბატონ ფაიგ გულიევს ეწვივნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რომელიც 1990-ანი წლებიდან გრძელდება. საქართველოს მეგობარი ქვეყნის, აზერბაიჯანის სულ უფრო და უფრო მეტად მზარდი ინდუსტრიული/მრეწველობითი საქმიანობა სავაჭრო ურთიერთობებზეც აისახება. ნავარაუდევია, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ჯამური ღირებულება 1,6 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ავა. საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი აირის 93% აზერბაიჯანზე მოდის, დანარჩენი 7% კი ბარტერის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო გაზსადენებიდან მარაგდება.
დღესდღეობით ხორციელდება ორი გლობალური მასშტაბით სტრატეგიული პროექტი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო განავითარებს, ესენია:
1) ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც აზიასა (ჩინეთი) და ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს და მოკლე ხანში სრულად შევა ექსპლუატაციაში (ინვესტიცია: 100 მილიონ დოლარზე მეტი)
2) შავის ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც დაუკავშირება რუმინეთის ენერგო სისტემას და აზერბაიჯანიდან ქარის ენერგიისაგან მიღებულ ელექტროენერგიას გადასცემს. (ინვესტიცია: 7 მილიარდი ამერიკული დოლარი)
🔹 ბატონმა ელჩმა ისაუბრა აზერბაიჯანის დადებით ურთიერთობებზე საქართველოს მთავრობასთან როგორც პოლიტიკურ, ისე დიპლომატიურ ჭრილში. ამის გარდა, აღინიშნა აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებს შორის არსებული დიპლომატიური კოოპერაცია.
შეხვედრაზე ელჩმა ახსენა, რომ იგეგმება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტების გამომჟღავნებას. მსგავსი ბიზნეს ფორუმების უმთავრესი მახასიათებელია ის, რომ ფორუმები ტარდება სახელმწიფოს უმაღლეს წარმომადგენლობით დონეზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორების მიერ საქართველოს ეკონომიკაში ჩადებულ ინვესტიციებზე, რამაც 1990-ანი წლებიდან მოყოლებული 6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. გამახვილდა ყურადღება ასევე იმაზე, რომ ქვეყნებს შორის საჭიროა ბიზნეს ურთიერთობების განვითარება და მათთვის ხელის შეწყობა.
ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონ ფაიგ გულიევს ასოციაციის ისტორია, პოლიტიკა და თურქი ბიზნესმენებისათვის მისი მნიშვნელოვანი როლი გააცნო.
თურქეთის მოძმე ქვეყნის, აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში, ბატონ ფაიგ გულიევს მადლობას ვუხდით შეხვედრისათვის და გურთიადის სახელით ვუცხადებთ მხარდაჭერასა და მზაობას თანამშრომლობის გაგრძელებისათვის.