ასოციაციას ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ქალ მეწარმეთა საბჭოს წარმომადგენლები

19 აგვისტოს ასოციაციას ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ქალ მეწარმეთა საბჭოს თავმჯდომარე და ალი ოსმან ულუსოის კორპორაციული ჯგუფის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქ-ნ აჰსენ აიდინი; მეორე მოადგილე, ქ-ნ გულშაჰ ჰელვა; მმართველი საბჭოს წევრი, ბ-ნ ჯენგიზ ერთენი და ეიუბოღლუს საადვოკატო ბიუროს ადვოკატი, ქ-ნ ჯერენ ეიუბოღლუ ოზჩელიქი და კონაკის იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიის ადვოკატი, ქ-ნ ფატმა კონაკ ბაში.

მათი თბილისში ვიზიტის მიზანია ავიაკომპანია Geo Sky-სთან ტრაპიზონი-თბილისის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებისთვის საბოლოო სახის მიცემა.

ქალ მეწარმეთა საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი აჰსენ აიდინი დაინტერესდა საქართველოში ქალ მეწარმეთა როლზე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. დელეგაციის წევრებს აგრეთვე ინფორმაცია მიეწოდათ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარების შესახებ.

ამის გარდა, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ინვესტირების პერსპექტივები, არსებული სახელმწიფო პროგრამები, საგადასახადო სისტემის თავისებურებები და კომპანიის დაარსების პირობები. სტუმრებს გადაეცათ გურთიადის მიერ გამოცემული ეკონომიკური გზამკვლევი, სადაც აღნიშნული საკითხები დეტალურადაა განხილული.

ასოციაციის სახელით, მზადყოფნას ვაცხადებთ, ჩვენს სტუმრებს დახმარება აღმოვუჩინოთ საქართველოში კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებით და იურიდიული, ბუღალტრული თუ საკონსულტაციო მიმართულებით.

გურთიადი მადლობას უხდის დღევანდელ სტუმრებს ვიზიტისათვის და წარმატებებს უსურვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში!