2022 წლის 22 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ქალბატონი ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის მოღვაწეობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მიღებას ესწრებოდნენ გურთიადის თავმჯდომარე, მმართველი საბჭოს წევრები და წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ქალბატონ ელჩს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის სახელით, მოღვაწეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისა და დამსახურებებისთვის აღსანიშნავად და მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქარი, პორტრეტი გადაეცა.
ასოციაციის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მოღვაწეობის მომდევნო პერიოდში.