04 ივლისს ასოციაციის თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრები მანქანების გაქირავების კომპანია Budget Otokoç Georgia-ს გენერალურ დირექტორს, ბატონ ბერათ ეჯემიშს ესტუმრნენ.
მსოფლიოს უდიდესი მანქანების გაქირავების კომპანიებიდან ერთ-ერთი 1958 წელს აშშ-ში დაარსდა, როგორც Budget Rent a Car. 1974 წელს კი კომპანია Koç ჯგუფის ქოლგის ქვეშ გაიხსნა თურქეთში და ქვეყნის პირველი ავტოგაქირავების კომპანია გახდა.
Budget Otokoç საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა და დღესდღეობით 11 ადამიანს ასაქმებს. კომპანიას თბილისში ორი ფილიალი აქვს- რუსთაველის გამზირსა და საერთაშორისო აეროპორტში, სადაც 24 საათიანი სერვისი მოქმედებს. კლიენტთა 100% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. Budget საქართველოს განმასხვავებელი ნიშანი კორპორატიული სერვისია- საქართველოში არსებული მსხვილი კომპანიების უმეტესობა სწორედ Budget Georgia-ს მომხმარებლები არიან. კორპორატიული შეთავაზების მიღებისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი მანქანის ქირაობაც. Budget-ი მუდმივად ანახლებს ავტოპარკს და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილების არჩევანს სედანის, SUV და პიკაპის კატეგორიებიდან.
🤝 გურთიადის სახელით, საქართველოში არსებული ყველაზე სანდო ავტოგაქირავების კომპანია Budget Georgia-სა და მის გენერალურ დირექტორს წარმატებებს ვუსურვებთ.