ვიზიტი კომპანია Prime Insurance-ში

31 მაისს ვეწვიეთ ჩვენს წევრ სადაზღვევო კომპანია Prime Insurance-ს. ბატონმა ქამრან ბაბაევმა, რომელიც 20 წელიწადზე მეტია სადაზღვევო სფეროში მოღვაწეობს, გაგვაცნო კომპანიის საქმიანობა. კომპანია 2007 წელს დაფუძნდა, როგორც Standart Insurance, 2018 წლიდან კი რებრენდინგის შედეგად Prime Insurance-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. კომპანია ასაქმებს 90 ადამიანს და გახსნილი აქვს წარმომადგენლობა თბილისში, ბათუმში, თელავსა და ფოთში. Prime-ის მიზანია იყოს არა ყველაზე დიდი სადაზღვევო კომპანია, არამედ მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის მომსახურება, შეინარჩუნოს მათი კმაყოფილება მაღალ სტანდარტზე და მიაწოდოს VIP სერვისი ხელმისაწვდომ ტარიფებში.

Prime Insurance იძლევა საბანკო გარანტიას და გვთავაზობს ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონებისa და ტვირთის დაზღვევას.

საუბრისას გამოითქვა აზრი, ასოციაციის წევრებისათვის შეიქმნას სპეციალური სადაზღვევო პაკეტები. ახლო მომავალში წარმოგიდგენთ „გურთიადის სადაზღვევო პაკეტებს“.

ასოციაცია მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს კომპანია Prime Insurance-ს.

წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ქამრანსა და მის გუნდს.