გურთიადის თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრები ესტუმრნენ თურქეთის უდიდესი 500 კომპანიიდან ერთ-ერთის, ყველაზე დიდ ქვესადგურების საწარმო BEST Transformer-ისა და კომპანია BEST Elektrik-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ბ-ნ ჯანდემირ ოლჩერს.
„ბალიქესირ ელექტრომექანიქ სანაი თესისლერი“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლის დეკემბერში შემოვიდა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 2016 წელს მარნეულსა და სენაკში 500 კვ. და 220 კვ. მოცულობის ორი ქვესადგური ააშენა. ამის გარდა, 2018-2019 წლებში თბილისის თავისუფალ ზონასა და თელეთში მდებარე მაღალი ძაბვის ქვესადგურები განაახლა.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2020 წელს დაწყებული 500 კვ. წყალტუბოს ქვესადგურის პროექტი ამჟამად საცდელ სტადიაში იმყოფება და 2024 წლის ბოლომდე იგეგმება მისი დასრულება. ქვესადგური წყალტუბო 220-ის განახლების პროექტი კი გერმანული KfW-ს განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
BEST Trafo მსოფლიოს 92 ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს და თურქეთში 2 700, საქართველოში კი 100 ადამიანს ასაქმებს და წარმატებულად პასუხობს ქვეყნების მზარდ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. ამ დროისათვის კომპანიას აშენებული აქვს ქვესადგურები კატარში, უკრაინაში, საქართველოში, ალჟირში, მოროკოში, თურქეთსა და ერაყში.
საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ ოლჩერს საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტებისათვის და ვუსურვებთ მას წარმატებებს მომავალში.