თურქეთის ქ. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური პერსონალის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ქ. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. დოქტ. იბრაჰიმ აიდინი, ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევითი ცენტრის დირექტორთან, დოქტ. ჰაქან გულთექინთან და აკადემიური პერსონალის წევრთან, დოქტ. მეჰმეთ ალი ქესქინთან ერთად, გურთიად-ს ეწვია და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ოქტაი ოზთურქთან და მმართველთა საბჭოს წევრებთან.

შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისა და საგანმანათლებლო სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები.

შეხვედრის ბოლოს, პროფ. დოქტ. იბრაჰიმ აიდინმა ჩანაწერი გააკეთა გურთიად-ის სამახსოვრო წიგნში.