2022 წლის 2 აგვისტოს გურთიადს არდაჰანის გუბერნატორი ბ-ნ ჰუსეინ ონერი და არდაჰანის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბ-ნ ჩეთინ დემირჯი დელეგაციის თანხლებით ეწვია. ასოციაციაში გამართულ შეხვედრას გურთიადის მმართველი საბჭოს წევრები მუსტაფა თაბაქოღლუ, ოღუზ ილდირიმი და სერქან დერიში დაესწრნენ.
შეხვედრისას სტუმრებს გურთიადისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარედგინათ. განხილულ იქნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორები, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობა და არსებული პოტენციალი. შეხვედრის მიწურულს არდაჰანის გუბერნატორმა ასოციაციის საპატიო წიგნაკში ჩანაწერი გააკეთა.