2020 წლის 3 თებერვალს, გურთიადს ესტუმრა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს – TIKA-ს კოორდინატორი საქართველოში ქ-ნ ნეჯლე დემირდაღი. გურთიადის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრები ოღუზ ილდირიმი და მუსტაფა თაბაქოღლუ.
გაცნობითი ტიპის შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობა, განსაკუთრებით კი სოციალური პროექტები გააცნეს და ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.