09 მარტს სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ-ში ჩატარდა გაყიდვების ერთ დღიანი ტრენინგი, რომელიც ცნობილი როი ჯგუფი – ROI Group დამფუძნებლის, გამოცდილი ტრენერის, ბატონი სიმონ ორმოცაძის მიერ ჩატარდა.
ლექციას კომპანიის დირექტორები, მარკეტინგის მენეჯერები და გაყიდვების სფეროში მომუშავე თანამშრომლები ესწრებოდნენ. ლექციას ასევე დაესწრო ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ოსმან თურანი.
ლექციის თემა მომსახურების სტანდარტები, კლიენტებთან ურთიერთობა, ეფექტური კომუნიკაცია, ეფექტური პრეზენტაციები, საცალო და ონლაინ გაყიდვების სპეციფიკა იყო.
ასოციაცია მადლობას უხდის კომპანია „როი ჯგუფს“ და ბატონ სიმონ ორმოცაძეს საინტერესო და ეფექტური ლექციისთვის.