AZEBI-ის დელეგაცია GÜRTİAD-ს ეწვია

 

გუშინ, 2023 წლის 12 დეკემბერს, გურთიადის თავმჯდომარესა და მმართველი საბჭოს წევრებს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის მისალოცად ეწვიათ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში- AZEBI-ს დელეგაცია.
შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს.
მიმოხილულ იქნა თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ბიზნესის კეთების სიმარტივე საქართველოში და კადრების პრობლემა.
ამასთან დაკავშირებით გაჟღერდა სტაჟირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივა და საერთო დასაქმების პლატფორმის შექმნა ორივე ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის კადრების უზრუნველსაყოფად.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით AZEBI-ს თავმჯდომარეს, ბ-ნ ნარიმან ქურბანოვს; საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში, ბ-ნ სამირ აბდურაჰიმოვს და დელეგაციის წევრებს: ალხან ალიზადეს, ელნურ მამედოვს, რამიზ რასულოვს, ქარათელ ალაჰვერდიევას, მურსელ ზეინალოვს, რამინ გურბანოვსა და მამედ სულეიმანოვს ვიზიტისათვის.