დღეს ასოციაციას ეწვია თურქეთში ლანდშაფტის გამწვანების სერვისისა და დეკორატიული მცენარეების მიმწოდებელი ერთ-ერთი მოწინავე კომპანია “Kandemir Botanik”-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი მუჰარრემ ქანდემირი.
ვიზიტის დროს განხილულ იქნა საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობები.
შეხვედრას ასოციაციის წევრი ზეთისხილის მწარმოებელი კომპანია Agronet-ის დამფუძნებელი, ბატონი აჰმეთ ქაჰრამანიც დაესწრო.
გურთიადის სახელით კომპანია “Kandemir Botanik”-ს წარმატებებს ვუსურვებთ!