2022 წლის 18 ნოემბერს სასტუმრო რივერ საიდის ტერასაზე ტიფანი ასოციაციამ საერთო ფინანსური კრება ჩაატარა და გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ასოციაციის ახალი წევრი კომპანიების და მათი საქმიანობის წარდგენა, რის შემდეგ მათ გადაეცათ გურთიადის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გენერალური მდივნის, ბატონი ლევან ბოლქვაძის გამოსამშვიდობებელი საღამო. გურთიადი მადლობას უხდის მას 4 წლიანი თანამშრომლობისათვის და წარმატებებს უსურვებს სამომავლო საქმიანობაში.