თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თურქეთის საელჩოს, კომპანია ო&კ ბილდინგის და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით 2022 წლის 30 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო სივრცეში გაიმართა თურქი მხატვრის გულაი ილდირიმ აის გამოფენა „სიცარიელე,’’ რომელიც თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს და მისი მამის, გურთიადის საპატიო თავმჯდომარის, ქენან ილდირიმ პატარიძის ხსოვნას მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელობის კულტურული ღონისძიების გამართვა, ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.
ნიშანდობლივია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა მხატვრის მამის, ქენან ილდირიმ პატარიძის საგაზეთო ინტერვიუების საარქივო მასალა, რომელშიც აღწერილი იყო მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ის 30 წელი, რომელიც მან ქართლ-თურქულ ბიზნეს, კულტურულ და დიასპორული ურთიერთობების გაღრმავებას მიუძღვნა.