ბატონი თენგიზ კალანდაძე ასოციაციას ესტუმრა

 დღეს ასოციაციას ესტუმრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ კალანდაძე.

შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

განხილულ საკითხებს შორისაა:

  • საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები
  • თაფლის, ციტრუსისა და თხილის ექსპორტი
  • შემფუთავი საწარმოების მუშაობა საქართველოში
  • სამაცივრე მეურნეობების სპეციფიკა
  • საგრანტო და სახელმწიფო თანადაფინანსების 15 პროგრამა
  • გურიაში გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღები
  • არსებული მდგომარეობა იმერეთის აგროზონაში
  • მეჩაიეობა საქართველოში

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩაიზე, რადგან აღნიშნული კულტურა საქართველოსა და თურქეთისათვის ისტორიულად უმნიშვნელოვანესია. ქართული ჩაი არის მაღალი ხარისხის ჩაი, რომელსაც სჭირდება ინვესტიცია.

ამ მიმართულებით განხილულ იქნა თურქული ინვესტიციით ჩაის თურქულ-ქართული ერთობლივი გადამამუშავებელი საწარმოს აშენების პერსპექტივა.

მხარეები მზად არიან, ითანამშრომლონ, რადგან სოფლის მეურნეობა ასოციაციისათვის პრიორიტეტულია და ამ სექტორში თურქეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უსათუოდ წარმატებული იქნება.

ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ თენგიზ კალანდაძეს ინფორმატიული შეხვედრისათვის.