ბატონი ონურ სევიმისა და ქალბატონი გიზემ თურქგენჯი სევიმისადმი მიძღვნილი გამოსამშვიდობებელი საღამო

2023 წლის 27 იანვარს, ასოციაციის ორგანიზებით საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველების, ბატონი ონურ სევიმისა და ქალბატონი გიზემ თურქგენჯი სევიმისადმი მიძღვნილი გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა.
საღამოს, გურთიადის თავმჯდომარე, მმართველი საბჭოს წევრები და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.
დიპლომატებს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და გურთიადის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქარი, ნახატი თბილისის ხედით გადაეცათ.
ასოციაციის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ დიპლომატიურ საქმიანობაში.