გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თეატრისა და კინოს მსახიობებთან

19 თებერვალს, ასოციაციაში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თეატრისა და კინოს მსახიობებთან, ბატონ ბათუჰან ერქუთსა და მის მეუღლესთან, ქალბატონ აიდა თაგიევასთან.

მსახიობებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელსაც აწყდებიან თეატრში, განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება მაყურებელთა დაბალ დასწრებაზე. განვიხილეთ თეატრის გამოცოცხლებისათვის აუცილებლად ჩასატარებელი ღონისძიებები.

ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით მსახიობებს სტუმრობისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ პროფესიულ საქმიანობაში.