ვიზიტი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში

დღეს, ასოციაციის მმართველმა საბჭომ თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი მოინახულა.

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი არის საჯარო ფონდი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს თურქეთს, თურქულ ენას, ისტორიას, მის კულტურასა და ხელოვნებას; ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია გაავრცელოს მსოფლიოში; საზღვარგარეთ იდგეს მათ სამსახურში, ვისაც განათლების მიღება სურს თურქული ენის, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში; ხელი შეუწყოს თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და მეგობრობის გაღრმავებას.

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი კი, რომელიც ფონდის დაქვემდებარებაშია, თურქეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კულტურის ცენტრებში თურქული ენის სწავლებასთან ერთად, ხელს უწყობს თურქული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას უწევს სამეცნიერო საქმიანობასაც. ინსტიტუტის მიზანი, რომელიც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ექვემდებარება, არის მსოფლიოს ყველა კუთხეში თურქეთთან კავშირის დამყარება და თურქეთის მეგობარი ხალხის  რაოდენობის გაზრდა, ასევე საერთაშორისო დონეზე თურქეთის ცნობადობის, თურქეთისადმი ნდობისა და რეპუტაციის გაზრდა.

იუნუს ემრეს ინსტიტუტს, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს, 66 ქვეყანაში 90 ცენტრი აქვს გახსნილი, მიზანი კი 70 ქვეყანაში 100 ცენტრამდე ასვლაა. პირველი ცენტრი საზღვარგარეთ ბოსნია და ჰერცოგოვინაში გაიხსნა, რომელსაც დიდი ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 2012 წელს კი თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი ფილიალი რიგით 22-ე გამოდგა. ცენტრი 2023-2024 აკადემიური წლისათვის A1-დან C2 დონის ჩათვლით 140 მოსწავლეს ასწავლის.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს თურქეთის კულტურული დიპლომატიის ორგანიზაცია, ენას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ასწავლის.

ბატონმა გულთექინმა თბილისის 6 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის, “ჩემი არჩევანია თურქული ენა” სტრატეგიული მნიშვნელობა განსაკუთრებით აღნიშნა, რადგან თურქული ენის მცოდნე ახალგაზრდა თაობა მომავალში მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული ურთიერთობების კუთხით.

ბატონმა ზექერიამ აღნიშნა, რომ იუნუს ემრეს ინსტიტუტისათვის საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენს სტრატეგიულ რეგიონებს და ისაუბრა ხელოვნების სფეროში ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

გურთიადის თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა ინსტიტუტს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის გარდა, ასოციაციის სახელით წარმატებული მოსწავლეების წამახალისებელი ღონისძიებების ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა.

ასოციაციის სახელით ვულოცავთ თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის ახალ კოორდინატორს, ბატონ ზექერია გულთექინს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, მადლობას ვუხდით მას და ვუსურვებთ წარმატებებს.