ვიზიტი კომპანია Ayem Caucasus-ში

გურთიადის მმართველი საბჭო ესტუმრა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრსა და ამავდროულად კომპანია Ayem Caucasus-ის დირექტორს, ბატონ ჰუსეინ უზუნსა და კომპანიის მფლობელს, ბატონ ორჩუნ აირალს. მათი კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილების ისეთგვარ შეჯავშნას, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ჰუსეინსა და ბატონ ორჩუნს საქმიანობაში  და მადლობას ვუხდით მათ საქართველოში ისეთი სერვისის შემოტანისათვის, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტოა