ვიზიტი კომპანია Caspi Group-ში

 04 აპრილს Caspi Group-ის დამფუძნებელს, ქალბატონ გარათელ ალაჰვერდოვას შევხვდით.

საოჯახო კომპანია Caspi Group 5 და-ძმის დაწყებული ბიზნესია, რომელიც თბილისში Caspi Geo-ს სახელით 2007 წელს სარეკლამო მიმართულებით გაიხსნა.

2014 წელს კომპანიამ დაიწყო მუშაობა სამზარეულოს ინდუსტრიული დანადგარების პროექტირებისა და მიწოდების სფეროში, 2024 წელს კი წარმოება სტამბოლში გადაიტანა და Ajax-ის ბრენდით დაიწყო პროდუქციის 70-80%-ის კომპანიის შიგნით წარმოება.

Caspi Group, სტამბოლში მდებარე ქარხანაში ასევე აწარმოებს ნატურალური ტყავის დღიურებს, საფულეებს, სასაჩუქრე ნაკრებებს, ამის გარდა მოქმედებს ინიციალების დატანის სერვისი. კომპანიის დევიზია მომხმარებელს შესთავაზოს გამორჩეული, VIP პროდუქცია.

Caspi Group საერთაშორისო ბაზარზეა წარმოდგენილი და მისი ნაწარმი იყიდება მსოფლიოს უდიდეს ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმა Amazon-ზე. დღესდღეობით კომპანია საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზარზე ოპერირებს.

კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობაა მიტანის სწრაფი სერვისი, შეკვეთები ბარდება 3-5 საშუაო დღეში.

ქალბატონმა გარათელმა შეხვედრაზე გვიმბო მისი გურთიადში გაწევრიანების ისტორია.

ასოციაციის სახელით ქალბატონ გარათელს მადლობას ვუხდით შეხვედრისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს!