ვიზიტი კომპანია “Figensoft“-ში

ასოციაციის წევრ კომპანიებთან ტრადიციული ვიზიტების ფარგლებში, ვეწვიეთ კომპანიას „Figensoft“ და შეხვედრა გავმართეთ კომპანიის უფროს ანგარიშთა მმართველთან, მარიამ საგინაშვილთან და გაყიდვების/სერვისის მენეჯერთან, თეონა შეროზიასთან.
 1997 წელს თურქეთში დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანია „Figensoft“ ბიზნესებს სთავაზობს კლიენტებთან კომუნიკაციისა და გადახდების პროცესების ციფრულ მართვას.
კომპანიის სერვისები მოიცავს მესიჯინგს (SMS, OTP, ელფოსტა), გადახდის სისტემებს (ციფრული საფულე, გადახდის ლინკები, ვირტუალური POS), ასევე, API ინტეგრაციებსა და მომხმარებლის თანხმობების (consent) მართვას. აღნიშნული სერვისები კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ყველა საკომუნიკაციო და ფინანსური პროცესი ერთიან სისტემაში მართონ.
 „Figensoft“-ის მიზანია კლიენტებთან ურთიერთობისა და გადახდების პროცესების გამარტივება — სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად. ეს ხელს უწყობს ბიზნესებისთვის ოპერაციული დატვირთვის შემცირებას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.
 კომპანიის ძირითადი პროდუქტებია: Posta Güvercini, Tiko და İzinİzin. აღნიშნული პროდუქტები, სხვადასხვა სექტორში მოქმედ ბიზნესებს სთავაზობს მოქნილ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რაც თავის მხრივ, მათ ციფრულ ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.
 „Figensoft“ ოპერირებს საერთაშორისო დონეზე და წარმომადგენლობა აქვს თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და კვიპროსში, რაც კომპანიის რეგიონულ სიძლიერეს კიდევ უფრო ამყარებს.
 ასოციაციის სახელით, კომპანიის გენერალურ დირექტორს, ისმაილ ბაირაქთარს და მთელ გუნდს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ.