ასოციაციის წევრ კომპანიებთან ტრადიციული ვიზიტების ფარგლებში, ვეწვიეთ კომპანიას ,,Caspian Cosmetic LLC“ და შეხვედრა გავმართეთ ფირმის დამფუძნებელ პარტნიორთან, ოქან ქოჩთან და დირექტორთან, ასლი ბიჩერთან.
2025 წლის აპრილის თვეში, საქართველოში დაფუძნებული კომპანია ,,CASPIAN COSMETIC LLC“ გახლავთ მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი ფრანგული ,,NAOS“ ჯგუფის ბრენდების – ,,Bioderma“, ,,Institut Esthederm“ და ,,Etat Pur“ ოფიციალური დისტრიბუტორი და პარტნიორი საქართველოში. კომპანია, ბაზარზე შემოსვლის დღიდან, ბრენდების ყოვლისმომცველ კომერციულ, მარკეტინგულ და ოპერაციულ საქმიანობას ახორციელებს. აღნიშნული დერმატოლოგიურ-კოსმეტიკური პროდუქცია ქსელური აფთიაქების გარდა, წარმოდგენილია ,,Wolt“-ისა და ,,Glovo“-ს აპლიკაციებშიც.
კომპანია ,,Caspian Cosmetic“, კომპლექსური მარკეტინგული მიდგომებითა და მრავალარხიანი დისტრიბუციის მოდელის მეშვეობით, უზრუნველყოფს როგორც ბრენდებზე ხელმისაწვდომობას, ისე, ბრენდის თვისებრივი ღირებულების მდგრად ზრდას.
კომპანია, ანალოგიური ბიზნეს-მოდელით, 2019 წლიდან, ოპერირებს აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში. ,,Caspian Cosmetic“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დერმატოლოგებთან, პედიატრებთან, ფარმაცევტებთან და საცალო გაყიდვების წარმომადგენლებთან, როგორც სამედიცინო, ისე კომერციულ პლატფორმებზე წამყვან პოზიციებს იკავებს.
კომპანია, მიზნად ისახავს საქართველოს დერმოკოსმეტიკური ბაზრის განვითარებაში წვლილის შეტანას, ახალი ბიზნეს-მოდელის დანერგვის გზით მდგრად განვითარებას, რეგიონში გაფართოებასა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე საოპერაცო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.
გურთიადის სახელით, ,,Caspian Cosmetic“-ის გუნდს ვუსურვებთ წარმატებებს და დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას!
ნაკლების ჩვენება

