ვიზიტი კომპანია Georgia Urban Energy-ში

04 აპრილს შეხვედრა გაიმართა შეხვედრა საქართველოში ანადოლუ ჯგუფის ენერგო კომპანია Georgia Urban Energy-ს გენერალურ დირექტორ, ბატონ ბურაქ ჯანდანთან და ოპერაციულ დირექტორთან, ბატონ ნოდარ კურტანიძესთან.

კომპანია ანადოლუ ჯგუფის სახელით 2009 წელს საქართველოში დადებული კონტრაქტის საფუძველზე ოპერირებს. ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, 2014 წელს კი სადგური ექსპლუატაციაში შევიდა.

 

  • 90 მეგავატი სიმძლავრის ფარავნის ჰიდროელექტროსადგური 400 მილიონ კვტ. სთ ელექტროენერგიას აწარმოებს
  • ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს
  • 2023 წელს წარმოებული ენერგიის 30% თურქეთში გავიდა ექსპორტზე (5 მლნ დოლარი)
  • 2024 წელს იგეგმება ექსპორტის წილის 50%-მდე გაზრდა, შესაბამისად კომპანიას აქვს პოტენციალი განახორციელოს 6-7 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი

ფარავნის ჰიდროელექტროსადგური რეგიონში ერთ-ერთი განახლებადი და მაღალ ეფექტური სადგურია, რომელიც ზრუნავს გარემოს დაცვაზე.

ანადოლუ ჯგუფის ფარგლებში საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის გარდა იგეგმება დაახლოებით 30 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება რიკოთზე 25 მგვტ ქარის ელექტროსადგურის, ასევე 10 მლნ დოლარის ინვესტიცია 20 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე.

აქედან გამომდინარე, კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში განახლებადი ენერგიების პორტფელის გამრავალფეროვნებასა და გაზრდას, მომავალში როგორც წყლის, ისე ქარისა და მზის ენერგიას გამოიმუშავებს.

ბატონმა ჯანდანმა გურთიადის წარმომადგენლებს ურჩია ინვესტორთა საბჭოში გაწევრიანება რათა ასოციაციის საქმიანობა მეტად გააქტიურდეს.

მადლობას ვუხდით კომპანია GUE-ს იმ მაღალი მნიშვნელობის მატარებელი საქმის წარმოებისათვის, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს. წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბ-ნ ბურაქ ჯანდანსა და ოპერაციულ დირექტორს, ბ-ნ ნოდარ კურტანიძეს.