ვიზიტი ATÜ Duty Free საქართველო-ში

2024 წლის 13 თებერვალს გურთიადის თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრები „ATÜ Duty Free საქართველოს“ ოპერაციების დირექტორს, ბატონ ემრე ბირდალს ეწვივნენ.
ბატონმა ემრემ 2003 წელს დაიწყო კარიერა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში, 2017 წლიდან კი საქართველოში, ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.
ATÜ Duty Free-მ 1999 წელს დაიწყო TAV აეროპორტების ჰოლდინგსა და Unifree Duty Free/Gebr. Heinemann-თან თანამშრომლობა და დღესდღეობით თურქეთის საუკეთესო 100 კომპანიასა და მსოფლიოს საუკეთესო 15 სამგზავრო საცალო ვაჭრობის კომპანიას შორისაა. ATÜ-ს მაღაზიები 6 ქვეყანაში: თურქეთში, საქართველოში, ლიტვაში, მაკედონიაში, ომანში და ტუნისში მდებარეობს.
ATÜ Duty Free მარაგდება ჰამბურგიდან.
ATÜ-ს მაღაზიები განლაგებულია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. პროდუქციის მნიშვნელოვანი წილი შეადგენს ქართულ პროდუქციას, წარმოდგენილია 50-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქტები და დაახლოებით 30 ქართული ღვინის ბრენდი, რასაც საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ქართული პროდუქცია წარმოდგენილია სუვენირების, ღვინის, ყველის და სხვადასხვა სახეობის ტკბილეულით.
უნდა აღინიშნოს ის, რომ პერსონალის უდიდესი ნაწილი- 99% საქართველოს მოქალაქეა.
ბატონ ემრე ბირდალს ATÜ-ს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონეა. გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით მას გულთბილი მიღებისა და მეგობრული დამოკიდებულებისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში.