ვიზიტი კომპანია MATE TRANS-ში

 14 მარტს, ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე წევრთა ვიზიტების ფარგლებში გურთიადის წარმომადგენლები შეხვდნენ ასოციაციის ახალ წევრს, საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია MATE TRANS-ის დირექტორს, ბატონ უმით გეზგიჩს. ბატონმა უმითმა მმართველი საბჭოს წევრებს საკუთარი ისტორია უამბო.

MATE TRANS-ი, 2017 წლიდან ახორციელებს ლოჯისტიკურ სერვისს საქართველოდან თურქეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ამასთანავე კომპანია საქართველოდან თურქეთში აწარმოებს ექსპორტს, თურქეთიდან საქართველოში კი იმპორტს.

კომპანიის კიდევ ერთი მიმართულებაა თხილის ზეთის წარმოება, რომელიც ზუგდიდში, მათ ქარხანაში მზადდება და თურქეთში გადის ექსპორტზე.

გარდა ამისა, კომპანია ამუშავებს ტრაილერების ავტოსამრეცხაოს ლილოს დასახლებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ  ასოციაციისათვის MATE TRANS-ის მსგავსი შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ღირებული და პერსპექტიული კომპანიების შეძენა ერთობ საამაყოა.

მადლობას ვუხდით ბატონ უმითს შეხვედრისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას საქმიანობაში.