ვიზიტი TAV Operation Services-ში

13 თებერვალს გურთიადი TAV Georgia-ს შვილობილ კომპანია TAV Operation Services-ს ესტუმრა. TAV Operation Services, აეროპორტში მგზავრთა მომსახურების სერვისის მიმწოდებელ მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს შორის ერთ-ერთია.
კომპანია 19 ქვეყანაში 80-ზე მეტ ლაუნჯ ზონას ოპერირებს და მომხმარებელს, კონკრეტულად კი მგზავრებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. სერვისები, რომელთაც TAV Operation Services მომხმარებელს სთავაზობს, მოიცავს TAV-ის აეროპორტებში მგზავრთა დახვედრასა და გაცილებას, პასპორტის კონტროლის ურიგოდ გავლას, ლოიალურობის პროგრამებსა და სავაჭრო ზონის მენეჯმენტს.
კომპანიის დირექტორმა საქართველოში, ბატონმა ბირქან ქომელმა ასოციაციის თავმჯდომარესა და მმართველი საბჭოს წევრებს დაათვალიერებინა აეროპორტის VIP სივრცეები, ასევე ჯერ დაუსრულებელი პრაიმ კლას ლაუნჯი და გააცნო მათ კომპანიის სერვისები და სამომავლო გეგმები
აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში Prime Class ბარათის მფლობელები პასპორტის კონტროლს ურიგოდ გაივლიან.
საქართველოს მომსახურების სფეროსათვის საამაყოა, რომ ქვეყანაში ოპერირებს ისეთი კომპანია, როგორიც არის TAV Operation Services, რომელიც უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას გვთავაზობს.
მადლობას ვუხდით კომპანიის დირექტორს საქართველოში, ბატონ ბირქან ქომელს სასარგებლო და დეტალური პრეზენტაციისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს.