„იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორი გურთიადს ესტუმრა

2024 წლის 23 იანვარს გურთიადს ესტუმრა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაარსებული- „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორი, ბატონი არჩილ ბუკია.

იმერეთის აგრო ზონა მიზნად ისახავს წყალტუბოში 159, ხოლო ბაღდათში 61 ჰექტარ მიწაზე საშუალო და მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების კლასტერის გაშენებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ფართობზე ინფრასტრუქტურის მოწყობას.

როგორც ბატონმა არჩილმა აღნიშნა, პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა და ამჟამად სათბურები გაშენებული არ არის, ხოლო მას შემდეგ, რაც პროექტი აქტიურ ფაზაში შევა, საქართველოს პოტენციალი, გახდეს ბოსტნეულისა და ხილის ექსპორტიორი ქვეყანა, გაიზრდება.

იმერეთის აგრო ზონა მზადაა, მიიღოს ე.წ. ალტერნატიული შეთავაზებები პოტენციური ინვესტორებისაგან, აგრო ზონაში მოქმედებს უცხოელი ინვესტორებისათვის განსაკუთრებული პირობა, რომელიც გულისხმობს 100%-იან საკუთრების უფლებას.

განსაკუთრებით აღსანიშნია ის გარემოება, რომ კომპანია, რომელიც ოპერირებას დაიწყებს აგრო ზონაში, განთავისუფლებული იქნება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.

იაზ-ს აგრეთვე გააჩნია სარეზერვო ფართობი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის- მზის ენერგიის გამოსამუშავებლად.

ასოციაციის სახელით გამოვხატავთ დაინტერესებას იმერეთის აგრო ზონის პროექტით და ახლო მომავალში ვაპირებთ თავად მოვინახულოთ ტერიტორია. ამას გარდა მიზნად ვისახავთ ვიმუშავოთ თურქეთიდან პოტენციური ინვესტორების მოზიდვის საკითხზე.

მადლობას ვუხდით ბატონ არჩილს ვიზიტისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას პროექტის განხორციელებაში!