შეხვედრა ბატონ ბურაქ ალბაირაქთან

დღეს ასოციაციის მმართველმა საბჭომ შეხვედრა გამართა ეფეს საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ ბურაქ ალბაირაქთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი დასაქმების პლატფორმა, რომელიც გურთიადის ქოლგის ქვეშ იქნება გაერთიანებული.

ჩვენი მიზანია წევრ დამსაქმებელ კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებლებს დავეხმაროთ კომუნიკაციის დამყარებაში და შევქმნათ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამის ორგანიზირებას.

გურთიადის დასაქმების პლატფორმას ექნება თურქული ენის მხარდაჭერა, დაეხმარება წევრ კომპანიებს კადრების მოძიებაში და გაამარტივებს დასაქმების პროცესს.

პლატფორმაზე მუშაობა ბატონ ბურაქ ალბაირაქთან ერთად დავიწყეთ და შესაბამის სიახლეებს გამოვაქვეყნებთ.

მადლობას ვუხდით ბატონ ბურაქ ალბაირაქსა და ეფეს საქართველოს მენეჯმენტს პროფესიული გამოცდილების გურთიადთან გაზიარებისთვის