11 აპრილს სასტუმროში Swissotel Tbilisi გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, თურქეთის ფარგლებს გარეთ თურქული კომპანიებისათვის მოქმედ სახელმწიფო პროგრამებს, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისათვის სახელმწიფო პროგრამებს, სუბსიდიებსა და საერთაშორისო სტანდარტებს
 სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო ატაშე, იაღმურ დემირელი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გაბუნია; სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ელგუჯა მელაძე და გენერალური მდივანი, გოგა დონდუა
ვიმედოვნებთ, რომ სემინარის თემები აქტუალური იყო დამსწრე საზოგადოებისათვის.
მადლობას მოვახსენებთ მომხსენებლებსა და მსმენელებს მონაწილეობის მიღებისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში