ასოციაციაში სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა

თურქული ენის კურსი, რომელიც გურთიადის წევრი კომპანიების თანამშრომლებისათვის თურქეთის საელჩოს განათლების სამრჩევლომ სპეციალურად ასოციაციაში ჩაატარა, წარმატებით დასრულდა და 22 ივნისს მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა პირადად განათლების მრჩეველმა, ბატონმა სუათ ქოლუქირიქმა.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრო გურთიადის თავმჯდომარე ბატონი ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრი, ბატონი ოღუზ ილდირიმი.
ასოციაცია მადლობას უხდის თურქეთის საელჩოს განათლების სამრჩევლოს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით განათლების მრჩეველს, ბატონ სუათ ქოლუქირიქსა და თურქული ენის ლექტორს, ბატონ ალფასლან თაშდემირს, ნაყოფიერი სემესტრისა და გაწეული ძალისხმევისათვის!
კურსის მონაწილეებს კი წარმატებას ვუსურვებთ!