დღეს, 29 ნოემბერს, ასოციაციას ესტუმრნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მენეჯერი, ქალბატონი თინათინ ჯაჭვაძე; სააგენტოს კონსულტანტი, ბატონი ლევან ჯიოშვილი და ტექნოლოგიების გადაცემის კოორდინატორი, ბატონი თემურ მოსიაშვილი.
შეხვედრაზე GITA-ს (Georgia’s Innovation and Technology Agency) წარმომადგენლებმა მმართველი საბჭოს წევრებს წარუდგინეს სააგენტოს საქმიანობა და არსი, გააცნეს მათ განხორციელებული პროექტები.
შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი პროექტის კონცეფციის გაცნობა გახლდათ, რომელიც აკავშირებს ბიზნესებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს-გამომგონებლებს ერთმანეთთან, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.
აღნიშნული პროექტი სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და საინტერესოა ასოციაციისათვის, როგორც მრავალი სექტორის ბიზნესის გამაერთიანებლისათვის.
საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით სააგენტოს წარმომადგენლებს საინტერესო პრეზენტაციისათვის და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროექტი იქნება ნაყოფიერი და წარმატებული!