ასოციაციას ესტუმრა DEİK-ის თურქეთ-საქართველოს საგარეო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე და მისი მოადგილე, ბატონი ჯენგიზ მათარაჯი.

08 დეკემბერს ასოციაციას ესტუმრა DEİK-ის თურქეთ-საქართველოს საგარეო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე და მისი მოადგილე, ბატონი ჯენგიზ მათარაჯი.
შეხვედრაზე განიხილეს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი საქართველოში. ყურადღება გამახვილდა აჭარის რეგიონზე, როგორც ტურისტულ მხარეზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გადაიქცეს ბიზნესის განვითარების ცენტრად, ამისათვის შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ტექსტილის წარმოება.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის მეზობლურ ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე.
პრიორიტეტულად დაასახელეს მშენებლობის, ავეჯისა და სოფლის მეურნეობის სექტორი.
გამოითქვა აზრი, რომ DEİK-ის, GÜRTİAD-ისა და MÜSİAD-ის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის საერთო მიზანი იქნება ვაჭრობის გაზრდა; საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანა და საერთო იდეების წინა პლანზე წამოწევა.
ამასთანავე, განხილულ იქნა გურთიადის საქმიანობა და მისი როლი საქართველოში მყოფი თურქი ბიზნესმენების დაკავშირებაში.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძესა და ბატონ ჯენგიზ მათარაჯის შეხვედრისათვის და მომავალი თანამშრომლობისათვის.