ვიზიტი “შიშეჯამ საქართველო”-ში

გურთიადის მმართველი საბჭო ეწვია თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის განკარგულებით, იშ ბანკის მიერ 1935 წელს დაარსებული კომპანია „შიშეჯამის“ პირველი უცხოური ინვესტიციის- „შიშეჯამ საქართველო- მინა“-ს გენერალურ დირექტორს, ბატონ ოლგუნ თაშდემირს.

1987 წელს აშენებული საწარმო 1997 წელს შესყიდულ იქნა „შიშეჯამ ჯგუფის“ მიერ პრივატიზაციის დეპარტამენტისაგან და ჯგუფმა რენოვაციის პროცესი დაიწყო. ინვესტიციის განხორციელებაში დიდი წვლილის მქონე ბატონ რუშთუ ბოზქურთსა და სხვა მმართველ პირებს მადლობას ვუხდით ამ ინვესტიციის საქართველოში განხორციელებისათვის.

მხოლოდ ეს ქარხანა, რომელიც „შიშეჯამ ჯგუფისათვის“ პირველ უცხოურ ინვესტიციას წარმოადგენს, წელიწადში წარმოებული 70 000 ტონა ბოთლით საქართველოს ბაზრის მოთხოვნის 30%-ს აკმაყოფილებს.

„შიშეჯამ ჯგუფი“ ბოთლის, ბრტყელი მინის, მინის ჭურჭლისა და სხვა პროდუქციის წარმოებით მსოფლიო ბაზარზე პირველ ხუთეულშია.

„შიშეჯამი“ 22 000 ადამიანს ასაქმებს, ფლობს საწარმოებს 14 ქვეყანაში, ხოლო მისი პროდუქცია 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი, რაც თურქეთის ყოველი მოქალაქისათვის საამაყო და საქებარია.

ბატონ ოლგუნ თაშდემირთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოში „შიშეჯამის“ მსგავსი მსხვილი ინდუსტრიული ინვესტიციების დეფიციტია და აღნიშნულ იქნა ქვეყანაში მსხვილ ინვესტორებზე მორგებული წამახალისებელი პროგრამებისა და რეგულაციების არსებობის საჭიროება. ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ბიზნესებისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზე შეღავათი არ ვრცელდება, რაც წარმოადგენს დიდ პრობლემას.

ბატონმა თაშდემირმა აღნიშნა, რომ აფასებს გურთიადის საქმიანობას და ყოველთვის მზადაა გვერდში დგომისა და ხელის შეწყობისათვის.

გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ოლგუნ თაშდემირს გულითადი დახვედრისა და ნაყოფიერი შეხვედრისათვის, ასევე ქარხნის მაღალტექნოლოგიური სამუშაო პროცესის დათვალიერების შესაძლებლობისთვის. ასოციაციის ყველაზე საპატიო წევრებიდან ერთ-ერთის, „შიშეჯამ საქართველოს“ ჩვენდამი მხარდაჭერას ვაფასებთ და კომპანიასა და ბატონ ოლგუნს დიდ წარმატებას ვუსურვებთ.