ვიზიტი კომპანია Demirkol Lojistik-ში

 14 მარტს, ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე წევრთა ვიზიტების ფარგლებში, გურთიადის წარმომადგენლობა „დემირკოლ ლოჯისტიკის“ დირექტორს, ბატონ ოზან ემრე ქოლჩაქს ესტუმრა. „დემირკოლი“ 30 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

„დემირკოლ ლოჯისტიკი“, საკუთარი 45 ტრაილერით ახორციელებს ნებისმიერი სირთულისა და სპეციფიკის ტვირთის ტრანსპორტირებას, კომპანიაში მოქმედებს მინივენით გადაზიდვის სერვისიც, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მომსახურებას. კომპანია „დემირკოლი“  3 წელია, რაც საჰაერო გადაზიდვებს ახორციელებს მსოფლიოს ყველა კუთხეში და თანამშრომლობს ისეთ თურქულ გადამზიდ კომპანიებთან, როგორიცაა თურქეთის ავიახაზები.

ბატონმა ქოლჩაქმა მმართველი საბჭოს წევრებს ასევე წარუდგინა „დემირკოლ ლოჯისტიკის“ შვილობილი დისტრიბუტორი კომპანია, Dtgroup-ი, რომელიც 4 წელია აქტიურად მუშაობს ბაზარზე და საქართველოში ისეთი ბრენდების ჰიგიენური და საწმენდი საშუალებები შემოაქვს, როგორიცაა Duru; Arko Nem; Papilion და Blade.

ამის გარდა, „დემირკოლ ლოჯისტიკი“ ფლობს სტამბოლში დაფუძნებულ სადაზღვევო კომპანიას და ბაზარზე 3 სხვადასხვა სექტორით არის წარმოდგენილი.

გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ოზან ემრე ქოლჩაქს და წარმატებებს ვუსურვებთ მას ახალ წამოწყებებში.