TÜRKONFED

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, TÜRKONFED International-ის სათავო ოფისში, თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია უკრაინაში, (TUİD)-ის თავმჯდომარე, ბატონი ბურაქ ფეჰლივანის ხელმძღვანელობით გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ წევრი ასოციაციების თავმჯდომარეები და წარმომადგენლები 13 სხვადასხვა ქვეყნიდან.

გურთიადის მხრიდან შეხვედრას დაესწრო ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ოსმან თურანი.

ბატონი ბურაქ ფეჰლივანის განცხადებით, TÜRKONFED-ი, სხვადასხვა ქვეყანაში, წელიწადში ოთხჯერ გამართავს შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც იმუშავებენ თურქულ ბიზნეს სამყაროსა და მესამე ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაზრდაზე.

თურქეთის ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაციის, TÜRKONFED-ის მიზანია მოიცვას 80 ქვეყანა და 25 ასოციაცია.