ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიზიტი

გუშინ, 19 ოქტომბერს ასოციაციის მმართველი საბჭო დაესწრო ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და თურქეთის ავიახაზების მიერ ერთობლივი ძალისხმევით ჩატარებულ- ტრაპიზონის სამედიცინო ტურიზმის გასაცნობ შეხვედრას.
დღეს კი ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციამ ასოციაციის ოფისში გამართა შეხვედრა მმართველი საბჭოს წევრებთან, სადაც განიხილეს პალატის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
შეხვედრას დაესწრნენ: მეჰმეთ ჩელები- ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,
მეჰმეთ უჩუნჯუოღლუ- ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი,
ოზგურ ქოლამუჩი- ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი,
სამი აიანი- ტრაპიზონის გუბერნიის სამდივნოს უფროსი,
იავუზ ჩაქიროღლუ- ტრაპიზონის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ჯანდაცვის სერვისების უფროსი,
მუმინ გენჩოღლუ- ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტების კოორდინატორი,
ქიუბრა ქურქჩუ- ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტების კოორდინატორი,
დამლა ბაირამი- ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტების კოორდინატორი,
ბარიშ ჩუვალჯი- “Trabzon Zağnos Turizm”-ის მფლობელი
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით დელეგაციას სტუმრობისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო საქმიანობაში!